logo_geo
ჩარგალში 67 წლის ქალის გაუპატიურება 34 წლის მეზობელმა სცადა - „ქალმა გულის შეტევა მიიღო“
- +

4 მაისი. 2019. 13:58

 

 

„ჩარგალში 67 წლის ქალის გაუპატიურება 37 წლის მეზობელმა სცადა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „შაბათის კურიერი“ ავრცელებს. გადაცემის ანონსის მიხედვით, სექსუალური ძალადობის დროს ქალმა გულის შეტევა მიიღო.

 

„მეტაკა და უცბად დამიწყო კოცნა“, - ამბობს დაზარალებული.

 

„პრაიმტაიმმა“ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც განგვიმარტეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საგამოძიებო ორგანო შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის ექსპერტიზის დასკვნებს ელოდება.

 

„შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გამოკითხულია, როგორც ორივე მხარე, ასევე ის პირები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის ინფორმაცია ჰქონდეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით“, - გვითხრეს შსს-ში.  

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი