logo_geo
სოფელ ბადიაურში, ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო
- +

7 მაისი. 2019. 13:58

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ ბადიაურში მდებარე ერთ-ერთ ტბაში 24 წლის ბიჭი დაიხრჩო.

 

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ახალგაზრდა შემთხვევის დროს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ იმყოფებოდა.

 

ადგილობრივების თქმით, თევზის საჭერი ხელნაკეთი მოწყობილება მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც წყალში მდგომ ახალგაზრდას ჯერ დენმა დარტყა, შემდეგ კი დაიხრჩო.

 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი