logo_geo
ლავრენტი მაღლაკელიძე სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობას გამორიცხავს
- +

7 მაისი. 2019. 14:25

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობას გამორიცხავს.

 

როგორც მაღლაკელიძემ ჟურნალისტებს თსუ-ში,  მრგვალ მაგიდის  - „სამართლებრივი დიალოგი - მოსამართლის საქმიანობის შეფასების სტანდარტები“ დასრულების შემდეგ განუცხადა, მოსამართლეები გადაწყვეტილებებს არავისთან შეთანხმებით არ იღებენ.

 

„სასამართლოსთან მიმართებით კრიტიკა თუ კი ის არის სამართლიანი და ობიექტური ეს მისაღებია, მაგრამ როდესაც ისმის დაუმსახურებელი კრიტიკა და ეს ითვალისწინებს ცალკეულ მოსამართლეთა დისკრედიტაციას ეს ყოვლად მიუღებელია, არამხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვა მოსამართლეებისთვისაც. საუბარი იმაზე, რომ სასამართლოში არის კლანი და სასამართლოს მართავს ვიღაც პიროვნება ან პიროვნებები - ეს წარმოუდგენელია. არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც პირადად ჩემს მიერ არის მიღებული ან მისაღები არავისთან შეთანხმებით არ ხდება. მე ჩემ გადაწყვეტილებაში ვარ დამოუკიდებელი და ყველა ჩემ სათქმელს ვამბობ ჩემს გადაწყვეტილებაში, ამიტომ ნებისმიერი მხარისათვის მისაღები და მიუღებელი გადაწყვეტილება ეს არ შეიძლება  გახდეს ცალკეული მოსამართლისა თუ მთლიანად სასამართლო სისტემის  დისკრედიტაციის შემადგენელი ნაწილი და არანაირი კავშირი არ აქვს  გადაწყვეტილებებს სასამართლო სისტემასთან. თუკი მხარეს არ მოსწონს, მას შესაძლებლობა აქვს, რომ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და თავისი სიმართლე იქ დაამტკიცოს“, - განაცხადა მაღლაკელიძემ.

 

მისვე თქმით, ყოვლად დაუშვებელია, როდესაც კონკრეტული მოსამართლის  პერსონიფიცირება და მისი გაიგივება ხდება მთლიანად სასამართლო სისტემასთან.

 

„მოსამართლეები არიან აკადემიური პროფესიის პირები, მათ აქვთ აკადემიური თავისუფლება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები შემთხვევით და დაუმსახურებლად არ არიან მოხვედრილები თანამდებობებზე. დაუმსახურებლად არც ერთი მოსამართლე არ მუშაობს სასამართლო სისტემაში. ამიტომ მიუღებელია და ჩემთვისაც გაუგონარი შემთხვევაა, როდესაც დაუსაბუთებლად, უსამართლოდ ლანძღავენ მოსამართლეებს. იყენებენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. ბუნებრივია ეს ჩვენს, მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. რადგან ვემორჩილებით კანონს“, -აღნიშნა მაღლაკელიძემ.

 

 

 

big_banner
არქივი