logo_geo
ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს
- +

9 მაისი. 2019. 12:56

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

თბილისის მერიის „ეკოსერვის ჯგუფმა“ რეაბილიტაციის მიზნით დაზიანებული ქანდაკებები საცავში გადაიტანა.

 

„უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება“,-  ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

 

ამასთან, მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.

 

 

 

 

big_banner
არქივი