logo_geo
ქალი, რომელსაც ბორჯომში მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა
- +

19 ივნისი. 2019. 14:31

 

 

 

ქალი, რომელსაც ბორჯომში შვილიშვილებთან ერთად მანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა.

 

შემთხვევა ე. წ. „მარადიულ ცეცხლთან“ მოხდა.

 

სამივე დაშავებული ბორჯომის „ჯეო-ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში იყო გადაყვანილი, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 67 წლის ქალის მდგომარეობა მძიმე იყო.

10 და 7 წლის ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

 

big_banner
არქივი