კრწანისის რაიონში 1 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 3 პირი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
შს სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამასთან, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.