ბავშვები, რომლებიც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ოჯახს სიღარიბის მიზეზით დააშორა, ორი წლის შემდეგ ისევ დედას უბრუნდებიან. ასე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა. ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.
გარდა ამისა, 3 არასრულწლოვანი სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციასაც მიიღებს. სისტემაში არსებულ ხარვეზებზე სახალხო დამცველიც საუბრობს და ხელისუფლებას მათი გამოსწორების რეკომენდაციითაც მიმართავს.