ფოთში, ქალაქის ცენტრში, გვიან ღამით, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღითაა დაჭრილი, მას მუცლის არეში შემავალი ჭრილობა აქვს.
თვითმხილველთა თქმით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
ახალგაზრდა კაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკის კლინიკა „სენამედში" გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.