logo_geo
თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს“ წევრების გამოკითხვა დასრულდა
- +

16 ივლისი. 2021. 21:13

 

 

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გურამ ფალავანდიშვილისა და „ალტ-ინფოს“ წევრების გამოკითხვა დასრულდა. როგორც მათ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადეს, შეკითხვები 5-6 ივლისის მოვლენებს უკავშირდებოდა.

 

თბილისის მთავარ სამმართველოში დღესვე გამოკითხა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი. სასულიერი პირის ადვოკატის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გამოძიების კითხვები 5 ივლისს დეკანოზის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა.

 

გურამ ფალავანდიშვილის და „ალტ-ინფოს“ წარმომადგენელთა საცხოვრებელ სახლებში, ასევე ორგანიზაციის ოფისში დღეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, რის შემდეგაც გურამ ფალავანდიშვილი და „ალტ-ინფოს“ წევრები გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

 

„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 24 პირს წარედგინა.

 

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 41 პირი, მათ შორის, 35 ჟურნალისტი და ოპერატორი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი