logo_geo
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა!
- +

5 მაისი. 2017. 22:52



ე. წ. ციანდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლე ბადრი შონიას განცხადებით, სახელმწიფო ბრალდებამ საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულებები წარმოადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნულ საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.


მოსამართლემ ბრალდებულ გიორგი მამალაძის ადვოკატების მიერ წარდგენილი 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. მათ შორის ერთი სწორედ გიორგი მამალაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ეხებოდა.


არსებითი განხილვის სხდომა 19 მაისს, 12.00 საათზეა ჩანიშნული.


 

 

 

big_banner
არქივი