logo_geo
„მანქანის საბურავები დაუჭრა და ფული მოჰპარა“ - პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- +

23 სექტემბერი. 2023. 12:34

 

 

პოლონეთის ქალაქ შჩეცინში 41 წლის ქართველი მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ პოლონური მედია იტყობინება.

 

მედიის ცნობით, ქურდობაში ეჭვმიტანილმა დაზარალებულს ფულით სავსე ჩანთა მანქანიდან მოჰპარა, იქამდე კი აკვირდებოდა, თუ როგორ დატოვა ამ ადამიანმა ჩანთით ხელში ბანკი. შემდეგ კი როცა მან ჩანთა მანქანაში ჩადო და მაღაზიაში გადავიდა, დამნაშავემ მომენტით ისარგებლა და დაზარალებულს ჯერ საბურავები დაუჭრა, შემდეგ კი მანქანიდან ფულით სავსე ჩანთა მოჰპარა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ქართველი მამაკაცი პოლონეთში ასევე სხვა მსგავსი დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

 

მან დანაშაული აღიარა. საქართველოს მოქალაქეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

 

big_banner
არქივი