logo_geo
სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორი: ურდულის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, სათანადოდ რომ ყოფილიყო გასაღებით ჩაკეტილი
- +

4 ნოემბერი. 2023. 16:46

"პენიტენციური სამსახურის ავტომანქანის ვიდეოკამერის კადრებში ჩანს განვითარებული მოვლენები, ურდულის გახსნა შეუძლებელი იქნებოდა, სათანადოდ რომ ყოფილიყო გასაღებით ჩაკეტილი," - ამის შესახებ სამი პატიმრის გაქცევის საქმის პროკურორი ლაშა ამირანაშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს.

 

 

კარი ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გააღო. ამ შემთხვევაში, სამივე მსჯავრდებულის ქმედება იდენტურია. დაკავების ადგილიდან გაიქცნენ და არსებითი მნიშვნელობა არც ჰქონდა იმას, რომელმა მსჯავრდებულმა გააღო კარი. სპეციალურ ავტომანქანაში პატიმრებისთვის განკუთვნილია მოთავსების ორი საკანი. ორივე საკნის წინ არის ადგილი, სადაც უნდა განთავსდნენ ბადრაგის თანამშრომლები და ორივე საკანი იკეტება ცალ-ცალკე. გაქცეული მსჯავრდებულები იყვნენ ერთ-ერთ საკანში. მეორე საკანში დარჩა კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელიც არ და ვერ გაიქცა, რადგან მისი კარის ურდული გადაკეტილი იყო და მას არც უცდია გაქცევა“, – განაცხადა პროკურორმა.

big_banner
არქივი