logo_geo
რუსკა მაყაშვილი ბიჭის დედა გახდა
- +

9 ოქტომბერი. 2017. 23:00



მსახიობი რუსკა მაყაშვილი დედა გახდა. მას და მორაგბე სანდრო ნიჟარაძეს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ილია დაარქვეს. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ.


რუსკა მაყაშვილი მთელი ორსულობის განმავლობაში აქტიურად ცხოვრობდა და არაერთ პროექტშიც იყო ჩართული. გაზაფხულზე ის მეგა-შოუ "X-ფაქტორის" წამყვანი იყო ვანიკო თარხნიშვილთან ერთად, ამჟამად კი "ნიჭიერის" ჟიურიში ვიხილავთ, რომელიც 16 ოქტომბრიდან დაიწყება.


შეგახსენებთ, რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე 2015 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი