logo_geo
ბიორკი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
- +

16 ოქტომბერი. 2017. 17:36


ისლანდიელი მომღერალი ბიორკი ბოლო პერიოდში ჰოლივუდში პროდიუსერების მხილების თემას გამოეხმაურა და საკუთარ მაგალითზე ისაუბრა.  


„მე მივხვდი, რეჟისორი თვლის, რომ აქვს უფლება, თავის მსახიობებს შეეხოს და უტიფრად მოექცეს მაშინ, როცა მოესურვება და კინემატოგრაფიის სამყარო ამის გაკეთების უფლებას აძლევს. როდესაც მე ამ რეჟისორს რამდენიმეჯერ უარი ვუთხარი, მას ეწყინა და დამსაჯა. ასევე, გადამღები ჯგუფის წინაშე გამომაჩინა, როგორც პრობლემური მსახიობი ", - წერს ბიორკი სოციალურ ქსელში.


ბიორკი რეჟისორის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა, როგორც ცნობილია, ერთადერთი დანიელი რეჟისორი, რომელთანაც ბიორკს უმუშავია, ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ხელოვანი ლარს ფონ ტრიერია.


ისლანდიელმა ბიორკმა ტრიერის 2000 წლის ფილმში - „ღამეში მოცეკვავე" ითამაშა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე, ცნობილი გახდა, რომ მსახიობმა და რეჟისორმა იჩხუბეს, თუმცა მიზეზი არ სახელდებოდა.


შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლიმ, კარა დელევინმა, ლეა სეიდუმ და სხვა ცნობილმა მსახიობებმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს.


მომღერალი ბიორკი ოქტომბრის ბოლოს თბილისში კონცერტს ჩაატარებს.


 

big_banner
არქივი