logo_geo
ლიკა ქავჟარაძე: არჩევანი ოჯახზე და სანდროზე შევაჩერე...
- +

19 ოქტომბერი. 2017. 17:39


 

ჟურნალი „სარკე" ლიკა ქავჟარაძის 2000 წელს ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მსახიობი ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს.

 

„ბევრი თაყვანისმცემელი სულაც არ მყოლია, სანდროზე  იმიტომ შევაჩერე არჩევანი, რომ ალბათ უფრო თბილი, ყურადღებიანი, ჭკვიანი და განათლებული იყო, რაღაცით მავსებდა. ჩვენ ურთიერთობა უფრო ლაღი და თავისუფალი იყო ფორმალური  რაღაცებისგან...

 

სანდრო და მთელი ჩემი გარემოცვა ყოველთვის ხელს მიწყობდნენ. როცა გადაღებებზე მივდიოდი, ყოველთვის დამშვიდებული ვიყავი, ვიცოდი, ჩემს შვილს არაფერს მოაკლებდნენ და სანდროც ყოველთვის გამიგებდა, კარგი მამა და მეუღლეა.

 

იყო ისეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩვენ შორის ურთიერთობა ცოტათი დაიძაბა და არ ვიყავით კარგად. მაშინ იმდენი შემოთავაზება იყო, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. საბოლოოდ არცერთ მიწვევას არ დავთანხმდი და არჩევანი ოჯახზე და სანდროზე შევაჩერე...

 

პროფესიით მუსიკოსი ვარ. რატომღაც დედას ეგონა, რომ მუსიკოსობა უფრო სტაბილური პროფესია იყო. მუსიკის სწავლა ხუთი წლიდან დავიწყე. ექვსი წლის რომ ვიყავი, ეპიზოდურ როლში გადამიღეს და აღმოჩნდა, რომ მსახიობობისკენ უფრო გადავიხარე. ფინანსური თვალსაზრისითაც წელში გავიმართეთ.

 

„მარიტა" ჩემი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული როლი იყო. ბუნებრივია, წარმატება სწორედ ამ როლმა მომიტანა.

 

ოცდაშვიდ წლამდე სულ გადაღებებში ვიყავი. ყოველ წელს რაღაც მნიშვნელოვან როლში მიღებდნენ. შემდეგ ხუთი წელი გადასაღებ მოედანს არ მივკარებივარ.

 

ამას მოჰყვა თბილისის ომის პერიოდი, როცა ფაქტობრივად ყველა და ყველაფერი გაჩერებული იყო", - ამბობდა ლიკა ქავჟარაძე. 


 

big_banner
არქივი