logo_geo
ნანკა კალატოზიშვილი: ასეთი სიმშვიდე და კომფორტი არასდროს მქონია…
- +

19 ოქტომბერი. 2017. 17:43


 

როგორი დედაა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი, როგორი დამოკიდებულება აქვს მას ყოფილ მეუღლესთან - კალათბურთელ ირაკლი კეიდიასთან და როგორი პერიოდია მის ცხოვრებაში - ამ თემებზე მსახიობი ჟურნალ „სარკესთან" საუბრობს.

 

 

„მეოთხე წელია, ბევრ ღონისძიებაზე ვთქვი უარი. დანი რომ იძინებს, საღამოს ათი საათიდან ვიწყებ ცხოვრებას. მასთან გატარებული ყოველი წუთი ძალიან საინტერესოა. ვცდილობ, მასთან დიდი დრო გავატარო, რადგან სკოლის ასაკიდან და მითუმეტეს თინეიჯერობის ასაკიდან, თავისი ცხოვრება აქვს ადამიანს. სანამ მაქვს დრო, მინდა, დანისთან ერთად ვიყო, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ. ამასწინათ ვამბობდი, დანი ჩემი შედევრია, ამაზე მაგარს ვერაფერს შევქმნიდი-მეთქი.

 

კედოსთან არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება, ძალიან მინდა, ბედნიერი იყოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ჩემი შვილის მამაა და მისი ბედნიერება დანიზეც აისახება.

 

ჩვენ ხშირად ერთად ვსადილობთ, ვსეირნობთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. კედო დღესაც ჩემი ოჯახის წევრია და სულ ასე იქნება. დანის და მას ფანტასტიკური ურთიერთობა აქვთ.

 

ჩვენ ერთად ხუთ-ნახევარი წელი ვიყავით, დანი უდიდესი სიყვარულის ნაყოფია. დაშორება მარტივი არ იყო, მაგრამ არც ტრაგედია ყოფილა. განცდები არ მჩვევია.

 

წარსულით ცხოვრება არ არის სწორი, რადგან ვინც წარსულით ცხოვრობს, მას არც აწმყო აქვს და არც მომავალი. არ მივეკუთვნები ადამიანების იმ კატეგორიას, ვისაც მარტო ყოფნა არ შეუძლია. სიყვარულს არ ვეძებ, თავისით ჩნდება ან არ ჩნდება, ამ ეტაპზე ჩემ ცხოვრებაში არავინაა.

 

ოცდათვრამეტი  წლის ვარ და ვთვლი, რომ ძალიან კარგი ასაკია. ოცდათხუთმეტი წლის მერე ძალიან მომწონს ჩემი სულიერი თუ შინაგანი მდგომარეობა. არ ვიცი, ორმოცი წლის  მერე რა ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე საკუთარ თავთან დასმულ ბევრ კითხვას გავეცი პასუხი. ემოციური ფონი ძალიან დამილაგდა, ასეთი სიმშვიდე და კომფორტი არასდროს მქონია", - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

 

 

 

 





 

big_banner
არქივი