logo_geo
ბიორკი: როგორც იქნა, კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში!
- +

19 ოქტომბერი. 2017. 21:12

 

 

ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში დაგეგმილი ორი კონცერტის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.


„როგორც იქნა კონცერტი თვალწარმტაც საქართველოში - ორი შოუ", - წერს ბიორკი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და ასევე აქვეყნებს ინფორმაციას საკონცერტო სივრცეებსა და თარიღების შესახებ.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლეგენდარული მუსიკოსი საქართველოში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ SOU-ის დამოუკიდებელი პროექტის ფარგლებში ჩამოდის. Bjork თბილისში, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით ორ კონცერტს გამართავს - 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და 3 ნოემბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ გვერდის TKT.ge - ის დახმარებით ან საკონცერტო სივრცეების სალაროებში.


ბიორკის კონცერტებსა და გასაყიდი ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა ფესტივალ SOU-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე არის შესაძლებელი.











 

big_banner
არქივი