logo_geo
თბილისში ბიორკმა ქოთნის ლობიო დააგემოვნა
- +

1 ნოემბერი. 2017. 22:23


ისლანდიელი მომღერალი ბიორკი ისევ თბილისშია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ცნობილი მომღერალი ქართულ ლობიოს ქოთანში მიირთმევს. ფოტოს სოლოლაკში მდებარე ერთ-ერთი ვეგეტარიანული კაფე Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.


თბილისში ბიორკი 12-კაციან გუნდთან ერთად გუშინ ჩამოვიდა. გუშინვე მან თბილისის საკონცერტო დარბაზში იმღერა. 3 ნოემბერს კი არტისტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე წარდგება მაყურებლის წინაშე.


ბიორკის თბილისურ კონცერტებს, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმების თანხლებით, ისლანდიელი დირიჟორი ბარნი ფრიმან ბარნასონი ხელმძღვანელობს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი