logo_geo
24 საათი ირინა შეიკის ცხოვრებიდან: ყველაზე სექსუალური ქალბატონის განრიგი
- +

2 ნოემბერი. 2017. 23:13


7:00

სამწუხაროდ, ტოროლა არ ვარ - დილის გადაღებები ჩემთვის ნამდვილი წამებაა. თვალის გახელისას პირველ რიგში ტელეფონზე დროს ვამოწმებ, შემიძლია თუ არა ძილის გაგრძელება. ადგომისას აბაზანისკენ მივემართები, შხაპს ვიღებ, კბილებს ვიხეხავ და სილამაზის რიტუალს ვატარებ: ამ დროს ჩემთან ჩემი საყვარელი დამატენიანებელი კრემი L'Oréal Paris-ია.


7:30

ყავას არ ვსვამ, გამოფხიზლებაში ვარჯიში მეხმარება. კვირაში 4-5 ჯერ პილატესით ვკავდები ან უბრალოდ სწორ ტემპში ვსეირნობ. ძალისმიერი ვარჯიშები კატეგორიულად არ მომწონს.


8:30

საკმაოდ ორგანიზებული ადამიანი ვარ: მთელ სახლში გაფანტული ფეხსაცმელები და დავიწყებული ნივთები სავსებით არაა ჩემი ისტორია. ამიტომაც, იმაზე თუ რა ჩავიცვა, მხოლოდ 15 წუთს ვხარჯავ. თუ დილით საქმიანი შეხვედრა მაქვს დაგეგმილი, ჩაცმულობას საღამოს ვირჩევ. ჩვეულებრივ დღეებში უპირატესობას ჩემ საყვარელ შავ ფერს ვანიჭებ. Givenchy-ს და Versace-ს გულშემატკივარი ვარ, ასვე, გარდერობში ბევრი ვინტაჟური სამოსი მაქვს. სახლიდან გასვლისას ვამოწმებ რამე ხომ არ დამავიწყდა: ჩანთაში აუცილებლად უნდა იყოს ტელეფონი, დამტენი, ტუჩსაცხი, დამატენიანებელი კრემი და მზისგან დამცავი საშუალება.


8:50

Intimissimi -ის გადაღებებზე სტუდია Pier 59-ში მივდივარ. საბედნიეროდ, ახლოს ვცხოვრობ, ამიტომაც ნიუ-იორკის ცნობილი „გიჟური გრაფიკი" ჩემზე არ მოქმედებს. გზაში ელ.ფოსტას ვამოწმებ და CNN-ის საიტზე ახალ ამბებს ვნახულობ. არც instagram მავიწყდება: ჩემთვის პრესასთან ურთიერთობა სამუშაოს ნაწილია.


9:00

ბრენდის გუნდის წევრებს ყოველთვის მადლობას ვუხდი, როდესაც გადაღებებს არც ისე ადრიანად ნიშნავენ. პირველ რიგში, მარიო ტესტინოს ვესალმები - ის გადაღებების მთავარი ხელმძღვანელია. შემდეგ სწრაფად ვსაუზმობ, მაკიაჟს და ვარცხნილობას ვიკეთებ.


10:00

გადაღებების კონცეფცია აბსოლუტური ბუნებრიობაა, ამიტომაც ვიზაჟისტის სავარძელზე დიდხანს არ ვჩერდები. მარიოს სურს, რომ „სუფთა" სახე მქონდეს. ერთმანეთს დიდიხანია ვიცნობთ და არაჩვეულებრივად ვუგებთ. ასეთ ადამიანთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.


12:00

ლანჩის დრო. ვამჯობინებ გუნდთან ერთად ვისადილო. ასე იმ საერთო ქიმიას შეინარჩუნებ, რაც გუნდის წევრებს შორის ჩნდება.


16:00

დღის 4 საათზე სამუშაოს მორჩენა დიდი იშვიათობაა. თუმცა, ხანდახან ასეც ხდება. ამის შემდეგ დასვენების და მეგობრების ნახვის დროა. ჩვენ რესტორნებში სიარული და სხვადასხვა სამზარეულოს გასინჯვა გვხიბლავს. დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ: მზარეულობა საერთოდ არაა ჩემი საქმე.


19:00

ამ დროს სახლიდან მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებზე გავდივარ. მირჩევნია სახლში საყვარელი ოჯახთან, კარგ ფილმებთან და საინტერესო წიგნებთან ვიყო.

 

22:00

ღამით სახეს ვიწმენდ და დამატენიანებელ კრემს ვისმევ. ძილისთვის ყველაზე მოხერხებულ სამოსს ვირჩევ, ბალიშზე თავის დადებიდან ზუსტად ერთ წუთში მეძინება.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი