logo_geo
აშშ-ში ფინეთის საელჩო მეთ დეიმონს ეძებს
- +

5 ნოემბერი. 2017. 01:29



ფინეთის საელჩომ აშშ-ში, Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მომხმარებლებს მსახიობ მეთ დეიმონთან დასაკავშირებლად დახმარებას სთხოვს. საელჩოს თანამშრომლებს სურთ, რომ მსახიობმა, რომლის ბაბუა ეთნიკურად ფინელია, ჩაწეროს ვიდეომიმართვა და ფინეთს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცოს.


„ყველა ადამიანია ერთმანეთთან დაკავშირებული. შეიძლება თქვენ ხართ ის, ვინც მეთს მოგვაძებნინებს", - წერია განცხადებაში.



მეთ დეიმონს თავისი წარმომავლობის შესახებ ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს. დედის მხრიდან მის ბაბუას ჯონ პაიარი ერქვა, რომელმაც შემდგომ გვარი უფრო ამერიკულად, პეიჯად გადაიკეთა.


 

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი