logo_geo
კიმ კარდაშიანის სახლი ორმაგ ფასად უკრაინელმა ქალმა შეიძინა
- +

9 ნოემბერი. 2017. 04:32



ამერიკელი მუსიკოსის კანიე უესტის და მისი მეუღლის, კიმ კარდაშიანის სახლი ჰოლივუდში 17,8 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ღირებულება თითქმის ორჯერ ძვირია იმ თანხასთან, რაც ვარსკვლავურმა წყვილმა მისი ყიდვისას 4 წლის წინ გადაიხადა. სახლის ახალი მეპატრონე უკრაინელი ბიზნესმენი ქალი მარინა აკტონია. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს,


ექსკლუზიური სახლების საზოგადოებამ Bel-Air Crest-მა ეს სახლი ყველაზე ძვირადღირებულების ნუსხაში ჩასვა.


წყვილმა ახალი სახლი ძველისგან 32 კილომეტრით დაშორებით 20 მილიონ დოლარად შეიძინა. მათი ახალი საცხოვრებელი, რომელშიც 8 საძინებელი ოთახი და 10 აბაზანაა, თავის დროზე ელვის პრესლის ქალიშვილს ეკუთვნოდა.


ახალი სახლის ფართობი 1486 კვადრატული მეტრია. იქ წყვილი ორსართულიანი საბავშვო ოთახების და მუსიკალური სტუდიის, სპორტდარბაზის, კალათბურთის მოედნის, საპარიკმახეროს და სრულფასოვანი სპა-სალონის მოწყობას გეგმავს.


ტერიტორიაზე კიდევ ერთი სახლია - სტუმრებისთვის, რომლის ღირებულებაც 2,9 მილიონი დოლარია.


კანიეს და კიმს ორი შვილი - ნორსი და სენტი ჰყავთ. იანვარში ისინი მესამე შვილსაც ელოდებიან სუროგატი დედისგან.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი