logo_geo
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: რა თქმა უნდა, ნაკლი მაქვს, მაგრამ...
- +

13 ნოემბერი. 2017. 23:41


 

ნინო ნადირაძე-კუზანოვა - ქალი, რომელიც კარგად უთავსებს ერთმანეთს კარიერასა და დიასახლისობას და იმავდროულად, ყოველთვის საუკეთესო ფორმაშია ჟურნალ „თბილისელებთან" გულახდილად საუბრობს:

 

„მე უნაკლო ხომ არ გგონივართ? რა თქმა უნდა, ნაკლი მაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა მიხდება, რა გამომაჩენს უკეთესად. ტანსაცმელმა არ უნდა გადაგფაროს, ტანსაცმელმა უნდა გამოგაჩინოს. ვფიქრობ, რომ ჩემი ძალისხმევით, გოგონები კიდევ უფრო ლამაზი გავხადო და „დავუფსოთ" ბიჭებს თვალები. ის, რაც ბუნებამ არ მოგვცა, ტანსაცმლით უნდა გავალამაზოთ. რადგან პლასტიკური ქირურგის ცოლი ვარ, ბევრს ჰგონია, რომ აწყობილი ვარ, არადა არაფერს ვიკეთებ, გარდა ბოტოქსისა.  თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აწყობილი ვარ და ამიტომ გამოვიყურები კარგად, შეუძლია, მიმართოს გუგა კუზანოვს და მათაც ააწყობს, არაა პრობლემა. არც ვდიეტობ, ბუნებრივად ვარ ასეთ ფორმაში. დიდად ჭამა-სმის მოყვარული არ ვარ. მე ვერავინ მნახავს რესტორნებში, თუ რაიმე წვეულებაზე არ დამპატიჟეს. არც ჩემს სახლში ნახავთ ტკბილეულს და მსუყე საკვებს", - განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი