logo_geo
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: ასეთი ოჯახის რძლობა ბევრ რამეში „მატორმუზებს“, ჩარჩოში მსვამს...
- +

14 ნოემბერი. 2017. 01:51



„კუზანოვებს ჩემ გარდა 30 რძალი ჰყავთ... არ ვიცი, შეიძლება, არ ვყოფილიყავი მათი რძალი და უფრო მეტიც გამეკეთებინა, ასეთი ოჯახის რძლობა ბევრ რამეში „მატორმუზებს", ბევრ ჩარჩოში მსვამს. როცა ასეთი ოჯახის რძალი ხარ, ბევრ რამეს ვერ აკეთებ და ცდილობ, გაჩერდე. მე რომ მათი რძალი არ ვყოფილიყავი, შეიძლება, სულ სხვა მიმართულებით წავსულიყავი და არცთუ ნაკლები წარმატებით, შეიძლება, უფრო მეტისთვისაც  მიმეღწია. ასე რომ, ეს კიდევ ცალკე დიდი ტვირთია", - ამის შესახებ ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ჟურნალ „თბილისელებთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ნადირაძე-კუზანოვამ ასევე პირად ცხოვრებაზეც გულწრფელად ისაუბრა.


„ამდენი წელია, ერთად ვართ და ჩემი და გუგას ოჯახი არასდროს ყოფილა შენარჩუნებაზე. როცა ოჯახი შენარჩუნებაზე მივა, იქ უკვე ცუდადაა საქმე. ჩვენ ვართ ერთად და გვიყვარს ერთმანეთი. როგორც ყველა ოჯახში, ვკამათობთ, ვჩხუბობთ, მაგრამ არასდროს ვიბუტებით. ვერ დავიჯერებ, რომ ამბობენ, არ ვჩხუბობთო - როგორ შეიძლება, სხვის გაჩენილ, სხვა გენეტიკის მქონე ადამიანთან ამდენი წელი ცხოვრობდე და არ იკამათო. ორივე საკუთარი საქმით ვართ დაკავებული და საღამოს ვხვდებით ერთმანეთს. ამიტომ, რაღაც უაზრო წვრილმანებისა და კამათისთვის არ გვცალია. ეჭვიანობის მომენტებიც ყოფილა ორივეს მხრიდან. ერთხელ პატრიარქმა თქვა ასეთი რამ: ცოლ-ქმარი ერთმანეთს ზედმეტად ნუ გაუშინაურდებითო, რაც ბევრმა არასწორად, პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო. მე ამ სიტყვებს სრულიად ვეთანხმები. მისი მოსმენის შემდეგ მივხვდი, რა არის ჩვენი ამდენწლიანი თანაცხოვრების საიდუმლო - არასდროს ვუშინაურდებით ზედმეტად ერთმანეთს. ყოველთვის ვუტოვებთ ერთმანეთს თავისუფალ სივრცეს. რაღაც ზღვარს იქით არ გადავდივართ და საკუთარ სივრცეში ერთმანეთს არ ვახედებთ. მე გუგას ტელეფონშიც კი არასდროს ჩამიხედავს. თუ იქნება ღალატი მისი მხრიდან, ან ჩემი მხრიდან, ამისთვის თვალთვალი და ტელეფონის ქექვა არაა საჭირო, ორივე ვიგრძნობთ. ზოგჯერ გული მწყდება, რომ წლებთან ერთად, რომანტიკულობა მოაკლდა ჩვენს ურთიერთობას. ვწუწუნებ ხოლმე, მაგრამ ყველა ეტაპს თავის ხიბლი აქვს. ჩვენი ურთიერთობა ახლა უკვე მრავალწლიანი ღვინოსავითაა, რომელიც კარგად უნდა დააგემოვნო, უცებ ვერ იგრძნობ მის გემოს და არომატს", - განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი