logo_geo
მაკა ზამბახიძე 7 წლით უმცროს სპორტსმენზე გათხოვდა
- +

20 იანვარი. 2018. 23:03



„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მომღერალი მაკა ზამბახიძე გათხოვდა.  მისი რჩეული მოჭიდავე მიხეილ ჩოხელია.

 

„როგორც ამბობენ, წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ერთადაც ჩნდება, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრეში. სოციალურ ქსელში მაკა და მიშა ურთიერთობის გასაჯაროებას ერიდებიან. მათი საერთო ფოტოც არსად მოიძებნება, მაგრამ „პრაიმტაიმის" წყარო ამბობს, რომ შეყვარებული წყვილი უკვე 4 თვეა ერთად ცხოვრობს. შევიტყვეთ ისიც, რომ მიშა 28 წლისაა და წყვილს შორის 7-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა", - წერს გამოცემა.


მათივე ინფორმაციით, მაკასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, მომღერალმა ზარები უპასუხოდ დატოვა.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი