logo_geo
თამუნა ნიკოლაძე: კომედიურ სერიალში თამაში აღარ მსურს
- +

22 თებერვალი. 2018. 15:50



„ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი იწყება - ახალი თეატრი, ახალი პრემიერა, სტუდენტებთან ურთიერთობა", - ამის შესახებ მსახიობმა თამუნა ნიკოლაძემ ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ტელევიზიების მხრიდან იყო შემოთავაზება, მაგრამ ახლა მინდა, ვაკეთო ის საქმე, რომელიც ძალიან მომწონს. კომედიურ სერიალში აღარ მსურს თამაში. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი დეტექტიურ სერიალში, მელოდრამაში, კარგი რეჟისორის კარგ ფილმში.

 

ჩემს ცხოვრებაში სხვა ეტაპი იწყება - ახალი თეატრი, ახალი პრემიერა, სტუდენტებთან ურთიერთობა. თეატრალურ უნივერსიტეტში დავდივარ, პირველკურსელების ლექციებს ვესწრები და მეტყველების პედაგოგს ვეხმარები. მე გამიჩნდა სურვილი, რომ მათთან ვყოფილიყავი და მემუშავა. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს სტუდენტებთან ურთიერთობა. ენერგიის გაცვლა-გამოცვლა ხდება და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ", - განაცხადა თამუნა ნიკოლაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი