logo_geo
5 მიზეზი, რის გამოც არ ღირს დაოჯახება
- +

28 თებერვალი. 2018. 16:11


 

ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალების უმრავლესობა უკვე ფიქრობს იმაზე, უნდა თუ არა ამ ადამიანზე გათხოვება. ამ გადაწყვეტილების მიღება დაუფიქრებლად - სარისკოა. ჩვენ მოგიყვებით იმ 5 მიზეზზე, რომლის გამოც არ ღირს გათხოვება.


პირველი მიზეზი: თუ გარშემომყოფები გიმტკიცებენ, რომ უკვე დროა. ძალიან დიდი შეცდომაა, ოჯახის შექმნა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტო, რომ უკვე „დროა". 30 წელი შეგისრულდა და გარშემომყოფები გიმტკიცებენ, რომ მეორე ასეთი შანსი შეიძლება არ მოგეცეს. დაგვიჯერე, ვინც ეძებს, ის პოულობს. იმ კაცთან ცხოვრება კი, რომელიც ნამდვილად არ გიყვარს, მისგან შვილების გაჩენა, ნამდვილად არ არის კარგი პერსპექტივა.


მეორე მიზეზად  მარტო დარჩენის შიშს ასახელებენ:

მარტო, მომავალ ქმართანც შეიძლება აღმოჩნდე. მეუღლე ხომ ვერ მოახერხებს იმ პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმაროს, რომლებიც შინაგანად გაწუხებს. დაიმახსოვრე ერთი მარტივი რამ: შენი ბედნიერება, მხოლოდ შენი საზრუნავია. თუ მიღწევ და დამოუკიდებელი პიროვნება გახდები, ნაკლებად დაგჭირდება გვერდით კაცი იმისათვის, რომ მარტოობის გრძნობა შეგიმსუბუქოს. და კიდევ, კარგი იქნება, თუ ერთ აქსიომას დაიმახსოვრებ: მას შემდეგ, რაც თავად დაგაინტერესებს საკუთარი თავი, მაშინვე დაინტერესდებიან შენით სხვები.


შენი პარტნიორი ძალიან მოსწონს სხვებს:

ხშირი და სერიოზული პრობლემაა, როცა ქალებს კაცები იმიტომ უყვარდებათ, რომ ისინი ყველას მოსწონს. თუმცა არ ღირს მეგობრების და კოლეგების მოსმენა, რადგან შენზე უკეთ არავის ეცოდინება, როგორია ის სინამდვილეში და ღირს თუ არა სერიოზულ ურთიერთობად. შეიძლება მას მართლაც აქვს ქარიზმა და ყველას აყვარებს თავს, მაგრამ ამის გარდა, ადამიანი, რომელთანაც ოჯახის შექმნას გადაწყვეტ, სხვა მხრივაც უნდა იყოს მისაღები.


ყოფილი პარტნიორის გასაბრაზებლად:

გასაგებია, რომ ყოფილ პარტნიორზე გაბრაზებული ხარ და მისი გამწარება ხშირად გინდება, მაგრამ არ ღირს, ამისათვის საკუთარი ბედნიერება დააყენო სასწორზე.


მშობლებისგან მოშორებით გინდა ცხოვრება"

მშობლების სახლიდან წასვლა გინდა და დამოუკიდებლად ცხოვრება? ეს ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ არ ღირს ამის გამო გათხოვება. ჰკითხე შენს თავს: სახლიდან გადასასვლელად ერთადერთი შანსი გათხოვებაა? იქნებ, სიტუაცია ამის გარეშეც მოაგვარო და ნაადრევად დაოჯახება არ გადაწყვიტო?






 

big_banner
არქივი