logo_geo
ია ვახანია: ჩემი გმირის ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩემს პირადს
- +

1 მარტი. 2018. 12:32



მსახიობი ია ვახანია სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები" წლების წინ მოხვდა და დღემდე მონაწილეობს, ის კატო კირვალიძის ნახევარდა - ვიკა კირვალიძეა. მაყურებელი მისი პერსონაჟის შესახებ ხშირად აღნიშნავს, რომ სერიალის ქალბატონებისგან განსხვავებულ სახეს ქმნის - პოზიტიური და არაბობოქარი გმირია.


„ვიკა კირვალიძე ჩემი პირველი ეკრანული როლია. თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი, როდესაც სერიალის კასტინგ-რეჟისორი - ეკა მჟავანაძე დამიკავშირდა. რუსულენოვანი, სლავური გარეგნობის გოგო დასჭირდათ. კასტინგი გავიარე, ოღონდ, ჯერ ფილმზე დამამტკიცეს. ამიტომ, ვიკა კირვალიძეს ჩემს პირველ ეკრანულ სიყვარულად აღვიქვამ. მერე უკვე სერიალშიც მოვხვდი.

 

თან, ვიკას ამბავი ჩემსას ჰგავს, რადგანაც ჩემი ორი უფროსი და (მამის მხრიდან) ზუსტად ასე გავიცანი, როგორც ვიკამ კატო და ლიკუნა გაიცნო. როდესაც სცენარი წავიკითხე, გავოგნდი, - ასეთი დამთხვევა დიდი იშვიათობაა. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმში - კარი გაიღო და ჩემი დები შემოვიდნენ. მაშინ 6 წლის ვიყავი, შუათანა და - 9 წლის, უფროსი უფრო მეტის",-  განაცხადა ია ვახანიამ „ამბები.გე"-სთან საუბრისას.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი