logo_geo
მარკუს მეტრეველი: საკუთარი სიმღერის ტექსტებს ვერ ვიმახსოვრებ
- +

1 მარტი. 2018. 12:41



„თუ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, 6 თვე ვიეტნამში უნდა გადავბარგდე", - განაცხადა მომღერალმა მარკუს მეტრეველმა ჟურნალ „თბილისელებთან" სამომავლო გეგმებზე საუბრისას.


„თებერვალში უნდა წავსულიყავი ჰონგ-კონგში ფილმის გადასაღებად, მათ გამომიგზავნეს უზარმაზარი ტექსტი და უნდა მესწავლა, მაგრამ,  მე მაქვს ერთი პრობლემა: ვერ ვიზეპირებ ჩემი სიმღერის ტექსტებსაც კი. ჩემი სიმღერის ტექსტი რომ დავიზეპირო - 4 სტროფი, 10-20 დღე მჭირდება. 600-გვერდიანი ტექსტი 2-3 თვეში უნდა მესწავლა და ამის შანსი არ არის. ვიეტნამში იღებენ ფილმს და თუ კონტრაქტს ხელი მოვაწერე, 6 თვე ვიეტნამში უნდა გადავბარგდე. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჯერ ვფიქრობ. პროდიუსერმა მითხრა: 2 კვირა რომ დარჩე, სერიოზულ რეიტინგს დავდებთო. ჩემი სიმღერებიც გავაგზავნე ჰონგ-კონგში - რადიოში და მუსიკალურ არხებზე გადის, თავის ჩინური ტიტრებით", - განაცხადა მარკუს მეტრეველმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი