logo_geo
მიხეილ ცაგარელი: მაგიის პრინციპი ერთია - ადამიანის დაბრკოლება
- +

1 მარტი. 2018. 16:56


 

 

„არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება", - განაცხადა  ჟურნალ „გზასთან" ინტერვიუში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა.

 

„ჯადო ეს იგივე შავი მაგიაა. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც შავი მაგი იყენებს ხმების ვიბრაციას და ენერგეტიკას - პირველ რიგში ქონისა და სისხლის ენერგეტიკას, რადგან ამ გზით უარყოფითი ენერგიის გადატანა ადვილად შეიძლება. შავი მაგიის მიმდევრები შელოცვებს აწარმოებენ ქონზე, დახოცილი ცხოველების სისხლზე, თმაზე, რომელიც ინფორმაციის კარგი გადამტანია.

 

ეს არის დაბალი რანგის მაგია, მაგრამ არსებობს მაღალი რანგის მაგია, როდესაც ადამიანზე დისტანციური ზეგავლენა ხორციელდება, მაგალითად, ფოტოსურათით. ყველა ვარიანტში მაგიის პრინციპი ერთია - ადამიანის დაბრკოლება, მისთვის სირთულეების შექმნა", - განაცხადა ცაგარელმა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი