28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Crocus City Hall-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. ნანი ბრეგვაძე თავის საიუბილეო ტურს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გახსნის, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს.
გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, სცენაზე მასთან ერთად მისი შვილი მომღერალი ეკა მამალაძეც გამოვა.