logo_geo
ანი ტყებუჩავა: ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური სახლში გაქვს
- +

2 მარტი. 2018. 12:21


 

„ჩვენთან ხომ არ არსებობს ნორმალური გრაფიკი, ყველა გადაჭარბებულად ვმუშაობთ", - აცხადებს სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ანი ტყებუჩავა ჟურნალ „ სარკესთან" ინტერვიუში.

 

„ურთულესია ორივე ერთდროულად და ეს არ ეხება კონკრეტულ პროფესიას. ნებისმიერი ადამიანი ამ დღეშია, ვისი პასუხისმგებლობის ქვეშაც არის ბავშვები, თუნდაც მარტო ღამით. ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახური სახლში გაქვს! მიუხედავად იმისა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ვცდილობ, მაქსიმალური გავაკეთო, ყველაფერს მერე მაინც მიხვდები. როგორც სიჩუმეში რომ ხარ და მაშინ ხვდები, ხმაური რა ცუდი რამეა. დაახლოებით ასე ხდება. როცა ძალიან იღლები და უკვე ცუდად ხარ, მაშინ გრძნობ ყველაფერს. ჩვენთან ხომ არ არსებობს ნორმალური გრაფიკი, ყველა გადაჭარბებულად ვმუშაობთ. ოჯახს კიდევ თავისი პრობლემები აქვს, რაც ათას სტრესთან არის დაკავშირებული. მშობიარობის შემდეგ არ მოგწონს შენი თავი, სანამ ფორმაში ჩადგები და ასე შემდეგ... კომუნისტების დროს ორი წელი იყო დეკრეტული შვებულება. მე კომუნისტების დრო არც მახსოვს და არც მივტირი, უბრალოდ ვახსენე. ორი წლის მერე ყველაფერი გაცილებით მარტივია. მე პირადად პირველი ბავშვი ათი თვის იყო, როცა სამსახურში გავედი. მეორეზე უფრო გამიადვილდა ყველაფრის აწყობა და ერთ თვეში გავედი... ბებიები მეხმარებიან და როგორც მე ღამის ხუთ საათზე მომწერენ გეგმას, მეორე დღეს სად ვმუშაობ, ისე ვწერ ბებიებსაც და ისინიც ჩემს რეჟიმში მუშაობენ. ძიძა არ მყავს, ასე გადავწყვიტეთ. უფროსი უკვე დადის ბაღში და ძალიან ბედნიერია", - განაცხადა ანა ტყებუჩავამ.

 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი