logo_geo
ნინო ნადირაძე-კუზანოვა: ადამიანი ბოროტი არ უნდა იყოს და ღმერთიც მისკენ იქნება
- +

2 მარტი. 2018. 15:13


 

„რადგან ქრისტიანი ვარ, მჯერა, რომ ასეთი ძალებისგან უფრო მეტად ვარ დაცული", -განაცხადა  ექიმმა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ ჟურნალ „გზასთან" ჯადოზე საუბრისას.

 

„რა თქმა უნდა, არიან ადამიანები - პოზიტიურები და ნეგატიურები, თუმცა, ჯადოსი ნაკლებად მჯერა. მართლმადიდებელი ვარ და სადაც ღმერთია, იქ ჯადოს რა უნდა? რადგან ქრისტიანი ვარ, მჯერა, რომ ასეთი ძალებისგან უფრო მეტად ვარ დაცული. ჩვეულებრივად ვცხოვრობ, თავს არავის დავაჩაგვრინებ, მაგრამ ყველა ადამიანში მაინც სიკეთეს ვეძებ. ადამიანი ბოროტი არ უნდა იყოს და ღმერთიც მისკენ იქნება, მჯერა, რომ ასეთ ადამიანებს ვერც ჯადო მოერევა და ვერც ავი თვალი", - განაცხადა ნინო ნადირაძე-კუზანოვამ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი