logo_geo
„ვიფიქრე, ასეთ მომენტში მე თვითონ რას გავაკეთებდი“ - რა თქვა ნედ სტარკიმ სიკვდილის წინ...
- +

16 მარტი. 2018. 00:15



მსახიობმა შონ ბინმა გამოცემა Huffington Post-ს უთხრა, თუ რას ლაპარაკობდა მისი პერსონაჟი ნედ სტარკი სერიალ "სამეფო კარის თამაშებში", სიკვდილის წინ.


სერიალის სცენარის მიხედვით, ნედ სტარკს თავს აჭრიან, თუმცა ბოლო სცენაში ის რაღაცას ჩუმად ბუტბუტებს. ბინმა აღიარა, რომ ჩუმად საუბარი მისი იმპროვიზაცია იყო.


„ეს უბრალოდ ლოცვა იყო. ასეც ხდება, არა? არ ვიცი, რამდენად სერიალისთვის სწორ რელიგიაზე ვლოცულობდი, უბრალოდ ვიფიქრე, ასეთ მომენტში მე თვითონ რას გავაკეთებდი", - ჰყვება მსახიობი.


ტელეკომპანია HBO "სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონის თითოეული სერიისთვის 15 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებს. დასკვნითი სეზონის 6 სერიის მთლიანი ბიუჯეტი 90 მილიონი დოლარი იქნება.


მედიის ცნობით, ხარჯებმა შესაძლოა მოიმატოს. თითოეული ეპიზოდის ქრონომეტრაჟი დაახლოებით 1 საათი და 30 წუთი იქნება.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი