logo_geo
ანა ივანოვიჩსა და ბასტიან შვაინშტაიგერს ვაჟი შეეძინათ
- +

19 მარტი. 2018. 00:00



მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ანა ივანოვიჩსა და ფეხბურთში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონს, ბასტიან შვაინშტაიგერს პირველი შვილი შეეძინათ, - წერს გაზეთი Bild-ი.


33 წლის გერმანელსა და 30 წლის სერბს ბიჭი ჰყავთ, რომელსაც ლუკა დაარქვეს. ბავშვი ჩიკაგოში დაიბადა.


შვაინშტაიგერმა და ივანოვიჩმა 2016 წელს ვენეციაში იქორწინეს. იმ წელს სერბმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა, გერმანელი კი ამ მომენტისთვის MLS-ის კლუბ „ჩიკაგო ფაირში" თამაშობს.


 

big_banner
არქივი