logo_geo
კამილა კაბელომ აბეზარი პაპარაცები დატროლა!
- +

20 მარტი. 2018. 00:42

  

 

თუ როგორღაც ისე მოხდა, რომ კამილა კაბელოს სახელი პირველად ჩვენგან გაიგეთ და არც მისი "ჰავანა ო ნა ნა" გაქვთ მოსმენილი, მაშინ დროა გაიცნოთ 21 წლის კუბელი მომღერალი. ის Fifth Harmony-ს წევრი იყო და უკვე ერთ წელზე მეტია, რაც სოლო კარიერა აქვს.

პოპულარობის ზენიტში მყოფ კამილას, პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ, თუმცა, როგორც ჩანს, მომღერალი მათ გამუდმებულ თვალთვალს იუმორით პასუხობს.

ერთ-ერთი ასეთი "შემოსევის" დროს, ლოს-ანჯელესის აეროპორტში მყოფმა კამილამ, შემოწმების გავლის პროცედურა ნამდვილ გასართობად აქცია და პაპარაცების დახმარებით საკუთარ თავს უფასო ფოტოსესია აჩუქა.

მოგვიანებით, ამის შესახებ მომღერალმა ტვიტერზეც იხუმრა:

"როგორც ამბობენ, თუ ცხოვრება ლიმონს გაძლევს, ლიმონათი უნდა გააკეთო. ჰოდა თუ ფოტოებს გიღებენ, ბარემ ფოტოსესიაც ხომ არ მოვაწყოთ?"



თქვენც ისევე ხართ აღფრთოვანებული კამილათი, როგორც ეს დაცვის წევრი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი