logo_geo
სოფო საჟინიანი: ბედნიერებისთვის მამაკაცის არსებობა არ არის აუცილებელი
- +

2 მაისი. 2018. 21:56

 

„ძლიერ ქალებსაც უყვარდებათ, თუმცა სუსტებისგან განსხვავებით, ისინი სიყვარულს არ აძლევენ უფლებას, გრძნობამ გავლენა იქონიოს მათზე. ძლიერ ქალებს ის ვერ ეხება. ძლიერები ტკბებიან სიყვარულით, ფლირტით და ფრთხილად უშვებენ მას საკუთარ ცხოვრებაში... თუ საჭირო გახდა, უმტკივნეულოდაც ტოვებენ... მხოლოდ სუსტი ქალები აძლევენ სიყვარულს უფლებს, რომ ამის გამო ღვარონ ცრემლი და ჩავარდნენ დეპრესიაში", - ამბობს მომღერალი სოფო საჟინიანი, რომელიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე საუბარს თავს არიდებს.

 

- ძლიერი ქალები მამაკაცებს აშინებთ?

 

- ძლიერი ქალები აშინებთ არარეალიზებულ, მშიშარა და არათავდაჯერებულ მამაკაცებს. ძლიერი მანდილოსნები კი ასეთი მამაკაცით არასოდეს დაინტერესდებიან. ხშირ შემთხვევაში, ძლიერი ქალი ქორწინებაში არასოდეს არის, რადგან ქორწინება წინაღობასთან, ჩარჩოებსა და შეზღუდვებთან ასოცირდება, ეს კი მათთვის რთული ასატანია. ბევრი ძლიერი თვითრეალიზებული ქალი მინახავს განქორწინებაში ან არასოდეს ყოფილა ქორწინებაში.

 

- რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

 

- ალბათ, მე უფრო ძლიერი ვარ. ზოგადად, სირთულეები მაძლიერებს, სტიმულს მმატებს. ამ დროს მეტად ბრძოლისუნარიანი ვხდები. საკუთარ თავს ბევრჯერ დავუმტკიცე, რომ ძლიერი ვარ. რა სისუსტე მაქვს? - ზედმეტად კარგი ვარ ადამიანებისთვის, რითაც შემდეგ სარგებლობენ და ბოლოს თავად ვრჩები იმედგაცრუებული. ბოლო დროს ვცდილობ, ზედმეტად კარგი არ ვიყო... თუმცა ხან გამომდის, ხან არა. რაც შეეხება ძლიერ მხარეებს: ყველაზე მნიშვნელოვნად მიზანდასახულობა და შეუპოვრობა მიმაჩნია. რქებით ვაწვები ყველაფერს. არ მიყვარს დანებება, დეპრესიაში ყოფნა და სასოწარკვეთა.

 

- როდის ხდები ძლიერი?

 

- როცა წინააღმდეგობებს ვეჯახები ძლიერი სწორედ მაშინ ვხდები. ვერ ვიტან უსამართლობას და ყოველთვის მზად ვარ, ვიბრძოლო. თუმცა, „სამართალის“, როგორც ცნების აღქმა მიჭირს. რატომღაც მგონია, რომ არ არსებობს... სამართალში სუსტი ადამიანების დაცვას ვგულისხმობ, ადამიანების დაცვას ჩაგვრისა და ყოველგვარი დისკრიმინაციისგან. შემიძლია სიმართლის დასაცავად ვიომო კიდეც. სწორედ წინააღმდეგობა და მათი დაძლევა ქმნის ადამიანის ხასიათს, ხასიათი კი მომავალს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი