logo_geo
თამარ გვერდწითელი: ძალიან ბედნიერი ვარ, რომ...
- +

3 მაისი. 2018. 21:35

 

რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, თამარ გვერდწითელმა თაყვანისმცემლები ახალი კლიპით გაახარა. სიმღერა „სიყვარულის ორიენტირი” სპეციალურად მისთვის დაიწერა პოეტ მიხეილ გუცერიევისა და კომპოზიტორ ვიქტორ კოხანოს მიერ.

 

სიმღერის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცის რთული სასიყვარულო ისტორიაა. ვიდრე კლიპის გმირი საკუთარ ბედნიერებას იპოვის, მას ბევრი გამოცდის გადალახვა მოუწევს. 56 წლის მომღერალმა მაყურებელი კვლავ გააოცა.

 

კლიპის გადაღებები პეტერბურგში გაიმართა.

 

„ლიპის გადაღება ყოველთვის საინტერესოა, რადგან სიმღერა ყურებადი ხდება, მისი ახალი კინო-ცხოვრება იწყება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ლამაზ მუსიკაზე, შესანიშნავ ტექსტს ვმღერი. კლიპი კარგი გამოვიდა“, – ჰყვება თამარ გვერდწითელი.

 

მომღერლის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მისი შესრულება ძალიან მოეწონათ. YOUTUBE-ზე კლიპის ნახვების რაოდენობა 300 ათასს უკვე აჭარბებს.

 

უნდა ითქვას, რომ 56 წლის მომღერალი იდეალურ ფორმაშია. მან ზედმეტი კილოგრამები დაიკლო და 20 წლით გაახალგაზრდავდა. თამარ გვერდწითელი სულ მალე, 19 მაისს რუსული ესტრადის სხვა მომღერლებთან ერთად კრემლის სასახლის სცენაზე, მიხაილ გუცერიევის საიუბილეო საღამოზე იმღერებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი