logo_geo
ზღაპრული სილამაზის ქართველი წყვილი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება
- +

8 მაისი. 2018. 02:02

 

 

მოდელი ანა ახვლედიანი სოციალურ ქსელში პროვოკაციულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე მას საქორწინო კაბა აცვია.

 

ფოტოს გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოყვა, გაჩნდა ეჭვები, რომ მან და მისმა რჩეულმა, გიგი ბერაიამ იქორწინეს.

 

„რეიტინგი" შეეცადა წყვილთან დაკავშირებას, მაგრამ, როგორც იცით, ისინი პრესას დიდად არ წყალობენ და ამიტომ ამბის მათთან გადამოწმება ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ.

 

როგორც წყვილის უახლოესმა გარემოცვამ გვითხრა, ანა და გიგი გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადებიან, ეს უბრალოდ ფოტოსესიისთვის გადაღებული ფოტოები იყო.

 

გავრცელებული ხმების მიხედვით, ზღაპრული წყვილი ბავშვსაც ელოდება.

 

სანამ ანა ახვლედიანი გიგი ბერაიას გაუმიჯნურდებოდა, პრესა მისი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის რომანზე წერდა. წყვილი ამ ურთიერთობას ფაქტობრივად თავადაც არ უარყოფდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი