logo_geo
ჯორჯ კლუნი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
- +

8 ივნისი. 2018. 10:59

 

ოსკაროსანი ჯორჯ კლუნი კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. მსახიობი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

 

ცერემონია ჰოლივუდში, დოლბის თეატრში გაიმართა. პრემიის ლაურეატად ჯორჯ კლუნი გასული წლის ოქტომბერში დაასახელეს. პრიზი კი გუშინ AFI-ს 46-ე დაჯილდოებაზე გადასცეს.

 

ჯორჯ კლუნი ორი „ოსკარის“ მფლობელია, ამერიკული კინოაკადემიის მთავრი ჯილდო პირველად მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 2006 წელს ფილმ „სირიანაში“ განსახიერებული მთავარი როლისთვის მიიღო. მეორე „ოსკარი“ კი კლუნმა 2013 წელს, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში აიღო, სურათისთვის „ოპერაცია არგო“.

 

ჯორჯ კლუნი „ოსკარის“ ნომინანტად 6 სხვადასხვა ნომინაციაზე იყო დასახელებული. რაც მანამდე მხოლოდ უოლტ დისნეიმ შეძლო.

 

 

big_banner
არქივი