logo_geo
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავ აღლუმზე გამოჩნდნენ
- +

9 ივნისი. 2018. 19:01

 

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 19 მაისის ქორწილის შემდეგ საზოგადოების წინაშე დღეს მეორედ გამოჩნდნენ. წყვილი პირველად პრინც ჩარლზის მიერ მოწყობილ წვეულებას დაესწრო.

 

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ელისაბედ მეორის 92-ე დაბადების დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე სამეფო ოჯახის წევრებთან ერთად გამოჩნდნენ.

 

დედოფლის დაბადების დღის აღსანიშნავ აღლუმში დაახლოებით 1000-მდე სამხედრო იღებდა მონაწილეობას. სახალხო ღონისძიებას დედოფლის ქმარი, პრინცი ფილიპი ვერ დაესწრო.

 

ღონისძიებას ლონდონის ქუჩებში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი