logo_geo
„არ მჯეროდა, რომ შევძლებდი ქართულად სიმღერას...“ - რას ამბობდა პირველ ინტერვიუში სოფო ბათილაშვილი
- +

12 ივნისი. 2018. 21:23

 

 

...ამ გო­გო­ნას 3 წლის წინ შევ­ხვდი, მა­შინ 15 წლის იყო და სხვა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც არ გა­უ­მარ­თლა... ახლა 18 წლის არის, სტუ­დენ­ტია და ერთ დღეს მხო­ლოდ ქართულად სიმ­ღე­რა გა­და­წყვი­ტა.

 

სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი პრო­ექტ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის პირ­ვე­ლი გამარჯვე­ბუ­ლია! თი­ნე­ი­ჯერ­მა გო­გო­ნამ, რო­მელ­მაც სა­ოც­რად გა­ი­თა­ვი­სა ქარ­თუ­ლი სიმღერე­ბი, პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რე­ბი­დან მო­ახ­დი­ნა მა­ყუ­რე­ბელ­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. გთავა­ზობთ სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-მ კონ­კურ­სან­ტთან პრო­ექ­ტის სა­წყის ეტაპ­ზე ჩა­წე­რა:

 

 

რო­გორც დედა ამ­ბობს, თვე­­ბის ვი­ყა­ვი, რომ რა­ღაც გაბ­მულ ბგე­რებს გა­მოვ­ცემ­დი, ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რი. დედა ვო­კა­ლის­ტია და პა­ტა­რა ასა­კი­დან მა­­მე­ნი­ნებ­და მუ­სი­კას, პიანი­ნო­ზე მიკ­რავ­და და ვმღე­რო­დი. მა­­მე­ნი­ნებ­და კლა­სი­კა­საც. მერე ფორ­ტე­პი­­ნო­ზე შემიყ­ვა­ნეს, ექ­ვსწლე­დი და­ვამ­თავ­რე. მუდ­მი­ვად სა­კუ­თა­რი თა­ვის ძი­­ბა­ში ვი­ყა­ვი. ხან ფოლკ­ლორს ვმღე­რო­დი, ხან - ვგა­ლობ­დი გუნდში, მაგ­რამ რა­ღაც პე­რი­ოდ­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ ქარ­თუ­ლად სიმ­ღე­რა არ მომ­წონ­და. ისე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი იყო გარ­შე­მო, რომქართული სიმ­ღე­რა ტე­ხავს“.

 

 

მარ­თლა მე­გო­ნა, რომ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ცუ­დია, რად­გა­ნაც არ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია ხარისხი­ა­ნი ქარ­თუ­ლის შე­სა­ხებ. ეს ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ბრა­ლი იყო, მაგ­რამ ახლა ვმო­ნა­წი­ლე­ობ ამ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­სხვრე­ვა­ში. რაც პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ვიგ­რძე­ნი, ასე­თი რამ არას­დროს მიგ­რძვნია, აუ­დი­ტო­რი­ას ვე­სა­უბ­რე­ბო­დი იმ ენა­ზე, რო­მე­ლიც ყველას კარ­გად გვეს­მო­და. მუ­სი­კაც იყო და ტექ­სტიც, რაც ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს და მივხვდი, რომ „ქარ­თუ­ლი“ ჩემ­თან უფრო ახ­ლოს არის!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი