logo_geo
ბარბარა სამხარაძე: ჯესი ჯეიმ ჩემი შესრულება მოისმინა და მოიწონა...
- +

15 ივნისი. 2018. 21:54

 

პროექტ „ნიჭიერის“ 2016 წლის გამარჯვებული ბარბარა სამხარაძისთვის, ეს წელი კიდევ ერთხელ იღბლის მომტანი აღმოჩნდა - სკოლა დაამთავრა, კახეთის სოფლიდან დედაქალაქში, პროექტში მოგებულ ბინაში გადმოვიდა საცხოვრებლად, მართვის მოწმობაც აიღო და ყველაზე მთავარი - ბრიტანელი მომღერლის ჯესი ჯეის კონკურსში მონაწილეობს, რომელიც მომღერლის ოფიციალურ Instagram-ზე მიმდინარეობს და მასში ბარბარა ლიდერია.

 

„ჩემი მეზობელი ჯესი ჯეის გადამკვდარი ფანია და კონკურსის შესახებ მან მითხრა. ისიც იღებდა მონაწილეობას და იქნებ რომელიმეს გაგვიმართლოსო. ვიფიქრე, ეს ხელიდან გასაშვები შანსი არ არის-მეთქი. ჯესი ჯეის კონკურსი Rosechallange-ში დამწყებ მომღერლებს იწვევს, სადაც უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ინტერნეტში მისი ახალი სიმღერის ფონოგრამაა ატვირთული, რომელზეც ტექსტი თავად უნდა დაწერო და მუსიკას მოარგო. ვისი შესრულება და ტექსტიც ყველაზე მეტად მოეწონება, კარიერის აწყობაში დაეხმარება. ჯესი ჯეიმ ჩემი შესრულება მოისმინა და მოიწონა. ვნახოთ რა მოხდება ჯერჯერობით ლიდერების სიაში ვარ“, - განუცხადა ბარბარა სამხარაძემ ჟურნალ „თბილისელებს“.

 

ბარბარას სიმღერა შეგიძლიათ მოისმინოთ აღნიშნულ ბმულზე - https://www.instagram.com/p/BjUB5wwBk2f/

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი