logo_geo
ბარბარა სამხარაძე: ძალიან მტკივა, ვიღაც რომ გამოხტება და მეუბნება, რას გავხარო - ეს ადამიანის შეურაცხყოფაა!
- +

16 ივნისი. 2018. 01:08

 

„ვინც არ უნდა ამტკიცოს, მლანძღავენ და ჩემზე არ მოქმედებსო, არ დავიჯერებ“, - ამის შესახებ პროექტ „ნიჭიერის“ 2016 წლის გამარჯვებულმა ბარბარა სამხარაძემ ჟურნალ „თბილისელებს“ განუცხადა. ბარბარამ, როგორც აღნიშნა მას წონის გამო ხშირად აყენებენ შეურაცხყოფას.

 

„ვინც არ უნდა ამტკიცოს, მლანძღავენ და ჩემზე არ მოქმედებსო, არ დავიჯერებ. თუ ადამიანი ხარ, როგორ არ მოქმედებს? ვიცი, კრიტიკასთან ერთად უნდა ვიცხოვრო, მაგრამ მწყინს ჩემს გარეგნობას, რომ უსვამენ ხაზს, ისე რომ არც კი მეკითხებიან, რამ გამოიწვია ჩემი სიმსუქნე. მითხარით, ჩემზე მეტად ვის უნდა, ტანწერწეტა და გამხდარი იყოს. ძალიან მტკივა, ვიღაც რომ გამოხტება და მეუბნება, რას გავხარო. ეს ადამიანის შეურაცხყოფაა“, - განაცხადა ბარბარა სამხარაძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი