logo_geo
ია სუხიტაშვილი: მაქსიმალურად ვშრომობდი, რომ საკუთარი თავი დამემკვიდრებინა...
- +

16 ივნისი. 2018. 01:49

 

„ძლიერი ვარ. შემიძლია, პასუხისმგებლობები ავიღო საკუთარ თავზე და რასაც მიზნად დავისახავ, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბოლომდე მიმყავს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვიქნებოდი სხვაზე ჩამოკიდებული. შეიძლება, ამ მომენტს გარკვეული უნდობლობა მიქმნის. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს არ ვენდობი, ზოგადად, ცხოვრების გატანას ვგულისხმობ“, - ამის შესახებ მსახიობმა ია სუხიტაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„პირველ რიგში  შენი თავის იმედი უნდა გქონდეს. ვიცი, ჩემხელები დღემდე დედისა და მამის იმედზე არიან ან ჰყოლიათ ქმრები, რომლებზეც არიან დამოკიდებული. ის ქმარი სხვას გაეკიდა, მერე მიხვდებიან, რომ ამასობაში, ცხოვრება გავიდა, გამოუცდელები არიან და როგორც პიროვნებები, იღუპებიან. აქედან გამომდინარე, სხვის იმედზე ვერასდროს ვიქნები. ყოველთვის მინდა, რომ საკუთარი თავის იმედზე ვიყო და მაქსიმალურად ვცდილობდი, ყველგან საკუთარი თავი დამემკვიდრებინა, ბევრი მეშრომა და მიმეღწია იმისთვის, რომ ჩავეთვალე ჩემი საქმის პროფესიონალად, რათა ყოველთვის საკუთარი ადგილი მქონდეს“, - განაცხადა ია სუხიტაშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი