logo_geo
კიმ კარდაშიანი: ქმარმა მითხრა, რომ ყველაზე ცუდი სტილი მაქვს
- +

22 ივნისი. 2018. 02:43

 

ამერიკელი მსახიობი და ტელეწამყვანი, კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ ქმარს, კანიე უესტს მისი ჩაცმის სტილი არ მოსწონს. ამის შესახებ Cosmopolitan-ი წერს.

 

„ყოველთვის მეგონა, რომ კარგი სტილი მქონდა არჩეული, მაგრამ შემდეგ ჩემს ქმარს შევხვდი, რომელმაც მითხრა, რომ ყველაზე ცუდი სტილი მაქვს“ - თქვა კარდაშიანმა.

 

ტელეწამყვანმა მედიასთან პირველად ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობს უესტი მისი ჩაცმის სტილზე.

 

„გარდერობში, დაახლოებით 250 წყვილი ფეხსაცმელი მქონდა. როცა ჩვენ ის დავალაგეთ, მხოლოდ ორი წყვილი დამრჩა, რის გამოც, ვიტირე“ - თქვა კარდაშიანმა.

 

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ წყვილად ითვლება.

 

2018 წლის 16 იანვარს, წყვილს მესამე შვილი შეეძინა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი