logo_geo
ქართველის მიერ აღმოჩენილი „კონკია“, რომელიც პლანეტის სუპერმოდელი გახდა
- +

22 ივნისი. 2018. 20:44

 

 

ის მომ­ხიბ­ვლე­ლია, გლა­მუ­რუ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი და ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი. მას­ზე პლანეტის ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ოც­ნე­ბობს. კრიშ­ტი­­ნუ რო­ნალ­დუს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ახლა ის უკვე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვის - ბრედ­ლი კუ­პე­რის მე­უღ­ლე და შვი­ლის დე­დაა.

მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვა­ნი სა­მო­დე­ლო ბრენ­დე­ბის გარ­და, ირი­ნა შე­­კი ყო­ველ­თვის არის ყველაზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მო­დუ­რი, თუ სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის მუდ­მი­ვი სა­მიზ­ნე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პო­დი­უ­მე­ბის გარ­და, ის თით­ქმის არას­დროს ჩა­მო­დის ბულ­ვა­რუ­ლი პრე­სის ყდე­ბი­დან.

რო­გო­რი იყო სუ­პერ­მო­დე­ლის და პლა­ნე­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ქა­ლის წარსუ­ლი და ბავ­შვო­ბა. ცო­ტამ თუ იცის, რომ „კონ­კი­ას“ წარ­სუ­ლის მქო­ნე გო­გო­ნა, ქართველმა მა­მა­კაც­მა - მო­დის აგენ­ტმა გია ჯი­ქი­ძემ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის შემ­დეგ უკვე მისი თავბრუ­დამ­ხვე­ვი ცხოვ­რე­ბა და ვარ­სკვლა­ვუ­რი კა­რი­ე­რა და­ი­წყო. რო­გო­რია ერთი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბის გზა, რუ­სე­თის ქა­ლაქ ემან­ჟე­ლინ­სკში მდე­ბა­რე პა­ტა­რა, ღა­ტა­კი ქო­ხი­დან, ARMANI-სა და VERSACE-ს მო­დის სახ­ლე­ბამ­დე. 32 წლის ლა­მაზ­მან­მა ირი­ნა შე­იკ­მა, მისი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ჟურ­ნალ MAXIM-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

 

- ხში­რად მო­დე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, თუ რო­გო­რი მო­­ხერ­ხე­ბელ­ნი და შე­­ხე­დავ­ნი იყ­ვნენ წარსულ­ში, ან მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში. თქვენს შემ­თხვე­ვა­ში ყო­ფი­ლა მსგავ­სი რამ?

 

- რა თქმა უნდა! მე ძა­ლი­ან გან­ვსხვავ­დე­ბო­დი ჩემი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის­გან. ვი­ყა­ვი მა­ღა­ლი, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი და მუქი კა­ნის ფე­რის მქო­ნე გო­გო­ნა. მა­შინ მე „ჩუნ­გა-ჩან­გას“ მე­ძახ­დნენ. მახ­სოვს, თო­თხმე­ტი წლის ასაკ­ში, თუ რო­გო­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხსაც­მელ­ზე.

თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ასე­თი სტი­ლის სა­მო­სი საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იყო. ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბა და მათი შე­ძე­ნის­თვის სა­ჭი­რო მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ჩემს ოჯახს არ ჰქონ­და. ამი­ტომ, ჩემი ოც­ნე­ბის ასახ­დე­ნად, იცით რა გა­ვა­კე­თე? ად­გი­ლობ­რივ საავადმყოფოში 20 დღე მა­ლი­ა­რად ვი­მუ­შა­ვე და კედ­ლებს ვღე­ბავ­დი. ამით მე ჩემი სანუკვარი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლის შე­სა­ძე­ნი თან­ხა გა­მო­ვი­მუ­შა­ვე. ჩემი ასა­კის მიუხედა­ვად, სკო­ლა­ში მუდ­მი­ვად მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით დავ­დი­ო­დი. ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მე ძა­ლი­ან მომ­წონ­და.

- გა­მო­დის, რომ მო­რი­გიკონ­კიახართ, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სი­დან?

 

- გინ­დათ, რომ კარ­ტო­ფი­ლის ამ­ბა­ვი კი­დევ ერთხელ მოვ­ყვე? კარ­გით. კი - ჩვენ ნამ­დვი­ლად სი­ღა­რი­ბე­ში ვცხოვ­რობ­დით. სკო­ლის შემ­დეგ, მე და ჩემი და დე­დას ბა­ღის მოვ­ლა­ში ვეხმარე­ბო­დით. მოგ­ვყავ­და კარ­ტო­ფი­ლი, კიტ­რი და პო­მი­დო­რი. ამ ყვე­ლა­ფერს გასართობად, ან იმის­თვის კი არ ვა­კე­თებ­დით, რომ შემ­დეგ გაგ­ვე­ყი­და, არა­მედ იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი და ოჯა­ხი გა­მოგ­ვეკ­ვე­ბა. ერთხელ ჩემ­მა დამ, რო­მე­ლიც გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო კოს­მე­ტი­კუ­რი ინ­დუსტრი­ით, მთხო­ვა რომ გავ­ყო­ლო­დი მას სი­ლა­მა­ზის სკო­ლა­ში. ისე მოხ­და, რომ იქ მე ჩე­ლი­ა­ბინ­სკის სი­ლა­მა­ზის კონ­კურს "სუ­პერ­მო­დელ-2004"-ში მონაწილეობა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მე გა­ვი­მარ­ჯვე და სწო­რედ იქ შე­მამ­ჩნია ლე­გენ­და­რულ­მა რუს­მა სკა­უტ­მა გია ჯი­ქი­ძემ (მო­დის აგენ­ტი). ერთი წლის შემ­დეგ, მე უკვე პა­რიზ­ში გავემგზავ­რე. პრინ­ციპ­ში, უნდა ით­ქვას, რომ მე სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა, ამ ინ­დუსტრი­ა­ში საკმა­ოდ გვი­ან, 19 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. თა­ვი­დან მე მი­მი­ღეს რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი, გარ­და რუ­სი­სა. თვლიდ­ნენ რომ ვი­ყა­ვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იტა­ლი­ი­დან, ბრა­ზი­ლი­ი­დან, ან ესპა­ნე­თი­დან.

 

- არა­­შავს. სა­მა­გი­­როდ, ახლა ყვე­ლამ იცის თქვენს შე­სა­ხებ. არის თუ არა თქვენ­ში ისე­თი თუნ­დაც ფა­რუ­ლი ნიჭი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბევ­რმა არ იცის?

 

- სა­ნამ მო­დე­ლი გავ­ხდე­ბო­დი, მე 7 წელი და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მუ­სი­კით. დე­და­ჩე­მი მუ­სი­კის პე­და­გო­გია, ამი­ტომ მე პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვუკ­რავ­დი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ეს სა­უ­კე­თე­სო გზაა თუნ­დაც მო­დუ­ნე­ბის­თვის, სი­ა­მოვ­ნე­ის­თვის. გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უხ­დე­ბათ მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა. მე ახ­ლაც გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს ბე­თჰო­ვე­ნის "მთვა­რის სო­ნა­ტა". ნო­ტე­ბის წა­კი­თხვა ჯერ კი­დევ მახ­სოვს, თუმ­ცა, ამ მხრივ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი პრაქ­ტი­კაა სა­ჭი­რო. რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, რო­დე­საც აღარ უკ­რავ, თი­თებს უკვე ავი­წყდე­ბათ, თუ რა უნდა აკე­თონ და რო­მელ კლა­ვიშს და­აწ­ვენ.

- ანუ, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ გახ­დე­ბო­დით მო­დე­ლი, შე­საძ­ლოა, მოხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვით კონსერ­ვა­ტო­რი­­ში?

 

- ზო­გა­დად მე ძა­ლი­ან მსურ­და გავმხდა­რი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი. თუმ­ცა, რა სფე­რო­შიც, ან რადაც არ უნდა თავი წარ­მო­მედ­გი­ნა, ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ დავ­ტო­ვებ­დი ჩემს მშობლი­ურ ქა­ლაქს. ვგრძნობ­დი, რომ ეს ჩემი ბე­დის­წე­რა იყო. რო­დე­საც მე იქი­დან წამოვედი, სა­კუ­თარ თავს ვუ­თხა­რი, რომ აღა­რას­დროს დავ­ბრუნ­დე­ბო­დი უკან ცა­რი­ე­ლი ხელე­ბით. ამ შე­მარ­თე­ბამ ძალ­ზედ შე­მი­წყო ხელი შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა­ში. ამი­ტომ, უნდა ითქვას, რომ მე სა­მო­დე­ლო ბიზ­ნესს ისე ვე­კი­დე­ბი, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ დატ­ვირ­თულ სამ­სა­ხურს.

ბევ­რი მო­დე­ლი ტი­რის და აცხა­დე­ბენ, რომ გა­ნიც­დი­ან ნერ­ვულ აშ­ლი­ლო­ბას. სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რას და რამ­დენს მი­ირ­თმე­ვენ ლანჩზე, ან რამ­დე­ნი კად­რი გა­და­უ­ღეს. ამ ყველაფრის მოს­მე­ნის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, თა­ვის მოკ­ვლაც მო­გინ­დეს. მე ამ ბიზ­ნესს აღვიქვამ რო­გორც სამ­სა­ხურს: და­ას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა? და­ი­ვი­წყე მის შე­სა­ხებ! ჩემ­თვის ეს ყველა­ფე­რი ჰობი არაა. თუ მე ვი­ღებ 20 ათას დო­ლარს, მე უკვე აღარ ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ "ოჰ, წა­ვალ ახლა და დავ­ხარ­ჯავ ამ ფულს ძვი­რა­დღი­რე­ბულ ფეხ­საც­მელ­ში". ნამ­დვი­ლად, სამ­სა­ხურ­ში ჩემი საყ­ვა­რე­ლი ნა­წი­ლი, ფი­ნან­სუ­რი მხა­რეა. ასე­ვე, ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რომე­ლიც ამ ნა­წილს თან სდევს.

 

- მუდ­მი­ვად მუ­შა­­ბა და დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი... რო­დის ახერ­ხებთ, ან რო­გორ ის­ვე­ნებთ?

 

- აუ­ცი­ლებ­ლად, კვი­რა­ში ერთხელ დავ­დი­ვარ სა­უ­ნა­ში. ნიუ-იორკში, ფულ­ტონ-სთრით­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვი რუ­სუ­ლი სა­უ­ნა მდე­ბა­რე­ობს. ის არა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვა­ში მეხმა­რე­ბა, არა­მედ მშობ­ლი­ურ რუ­სეთ­საც მახ­სე­ნებს. ასე­ვე, ხში­რად ვუ­ყუ­რებ ვუდი ალე­ნის ფილ­მებს, მიყ­ვარს მუ­რა­კა­მის და დოს­ტო­ევ­სკის წა­კი­თხვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს წიგნები რუ­სე­თის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ.

 

- თქვე­ნი კი­ნო­რო­ლი ფილმჰერ­კუ­ლეს­ში“, სა­დაც მთა­ვა­რი გმი­რის მე­უღ­ლეს ასა­ხი­­რებთ, თქვენ­თვის საკ­მა­რი­სად ის­ტო­რი­­ლია?

 

- რა თქმა უნდა. ეს ხომ ბერ­ძნუ­ლი მი­თო­ლო­გი­აა. ყვე­ლა კი­ნოს­ცე­ნარ­ში, რო­მელ­საც მე მიგზავ­ნი­ან, რა­ტომ­ღაც ისე ხდე­ბა, რომ მი­მა­კუთ­ვნე­ბენ სტრიპ­ტი­ზი­ო­რის, ან ბარ­მე­ნის როლს. არა, რა თქმა უნდა, ჩემ­სგან კარ­გი ბარ­მე­ნი, ან სტრიპ­ტი­ზი­ო­რი დად­გე­ბო­და, თუმ­ცა, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, მე მა­ინც ალ­ბათ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი. ირი­ნა ხომ ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლია, შესაძლოა, ეს ერ­თგვა­რი ბე­დის­წე­რა­ცაა...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი