logo_geo
„მიყვარხარო, რომ მითხრა, ნახევარი საათი პირში ენას ვერ ვატრიალებდი...“
- +

29 ივნისი. 2018. 01:36

 

 

24 წლის ია ტომაში პროფესიით ტურიზმის მენეჯერია. რადგან „X ფაქტორში“ მონაწილეობა დიდ დროს, ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვდა მისგან, პროექტის გამო, სამსახურს თავი დაანება. კონკურსანტს ტელეკომპანია „იმედში“ რეპეტიციამდე შევხვდი. თან უმცროსი და, ანუკი და საყვარელი ადამიანი - დემე მიქელაძე ახლდა. „იმედის" თანამშრომლები იასა და დემეს გაბედნიერებას ულოცავდნენ. წყვილმა დაუფარავად მიამბო, როგორ და რის გამო შეუყვარდათ ერთმანეთი, რაზე კამათობენ ხოლმე და პირველ ნაბიჯს ვინ დგამს შერიგებისკენ.

 

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

 

დემე:

 

- იაში ორი უკიდურესობაა შერწყმული: არის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გეხმარება, ძმაკაცივით გვერდში დაგიდგება... თუმცა, ზედმეტად „ფეთქებადი“ და ემოციურია...

 

ია:

- ის მანეიტრალებს და ხელს მიშლის, რომ მთლად არ „გავქაჯდე“. დემეს ჯვარი სწერია და, ძალიან მშვიდია. პირველ რიგში, სწორედ ამით მომხიბლა. სიყვარულის გამოხატვა იცის. ბევრს არ შეუძლია ამდენი ხალხის წინაშე სცენაზე დადგეს და ცოლობა გთხოვოს. ეს ადვილი ნამდვილად არ არის...

 

დემე:

 

- ჩემმა გარეგნობამ არ მოგხიბლა, ხომ?

 

ია:

 

- როგორ არა, გარეგნობამაც მომხიბლა. სხვათა შორის, თვითონ სულ იმას ამბობს, იამ გარეგნობით მომხიბლაო. ისე მიხარია, ამას რომ ამბობს, ვგიჟდები, მაგრამ მე სხვა რამესაც ვაქცევ ყურადღებას. ალბათ, კაცები სხვა რამით აფასებენ, ქალები კი გულით ვხვდებით, ვინ გვინდა და ვინ არა.

 

დემე:

 

- რა ვქნა, ადამიანს რომ შეხედავ, მით უმეტეს, ქალს, პირველად გარეგნობა მხვდება თვალში.

 

ია:

 

- სიმართლე გითხრა? არასდროს მითქვამს შენთვის და ახლა უცებ დავფიქრდი, მართლა რის გამო მოვიხიბლე კიდევ? სამედიცინოზე რომ სწავლობდი, აი, ეს მომეწონა, მაგრამ რატომ, არ ვიცი. ალბათ, ნევროზიანი რომ ვარ და სულ იმას გავიძახი, - ეს მტკივა, ის მტკივა-მეთქი, იმედი მაქვს, რომ შენ მიშველი და მომარჩენ...

წყარო : wyaro
big_banner
არქივი