logo_geo
ჯეფ ბეზოსის 3.3 წამის შემოსავალი საქართველოს მოქალაქის 1 წლის შემოსავალს უთანაბრდება
- +

8 ივლისი. 2018. 18:59

 

ადამიანების შემოსავალი ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგ შემთხვევაში რადიკალურად. არსებობენ ადამიანები, რომელთა ქონებაც იმდენად დიდია, რომ მასთან გასათანაბრებლად მდიდარ ქვეყანაშიც კი რამდენიმე ათასწლიანი მუშაობაა საჭირო.

 

200-ზე მეტი სახელმწიფოდან ერთ სულ მოსახლეზე $50 000-ზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 25-ს აქვს. ასეთი შემოსავლის პირობებში მილიარდელებიდან ყველაზე ღარიბის დაწევა 20 000 წელიწადშია შესაძლებელი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 20 000 წელზე ბერად ნაკლებია.

 

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი AMAZON-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება $140 მლრდ-ს შეადგენს. იმავე $50 000-იანი წლიური ხელფასით მსგავსი ოდენობის თანხის მოგროვებას 2.8 მილიონი წელი დასჭირდება.

 

ჯეფ ბეზოსის ქონება 1 წელიწადში $40 მლრდ-ით გაიზარდა. ეს დღიურად $109.589 მლნ-იან ზრდას ნიშნავს, რაც თავის მხრივ საათში 4.566 მილიონია, წუთში $76 103 და წამში $1268.39. ანუ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გასულ წელს 50 000 დოლარის გამომუშავებას 39.4 წამში ახერხებდა. ეს თანხა კი უფრო მეტია ვიდრე საშუალო წლიური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 200-მდე სახელმწიფოში.

 

საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლებითაც კი $10 400-ს არ აღემატება. ეს თანხა ბეზოსის 8.2 წამის შემოსავალია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მშპ-ს მიმდინარე ფასებში დავითვლით, მაშინ ეს დრო 3.3 წამამდე შემცირდება.

 

ჯეფ ბეზოსი გამონაკლისია გამონაკლისებს შორის. ის $48 მლრდ-ით უფრო მდიდარია ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ბილ გეითსი. კაპიტალის წელიწადში $40 მლრდ-ით გაზრდა მილიარდელთა შორისაც კი უჩვეულოა. მაგრამ ეს ფაქტი რეალობას დიდად ვერ ცვლის. როგორ შეიცვლებოდა რიცხვები, ბეზოსის ქონება 40-ით კი არა მხოლოდ 1 მილიარდით რომ გაზრდილიყო? მაშინ მას $50 000-ის დასაგროვებლად 33 წუთი დასჭირდებოდა, $10 400-ისთვის 5.5 წუთი $4160-მდე კი (საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში) 2 წუთი და 12 წამი.

 

წარმატებული სპორტსმენისთვის სამეულს მიღმა დარჩენა ყოველთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა მილიარდელებში. პლანეტის სიმდიდრით მეოთხე ადგილზე მყოფი ბერნარდ არნაულტის ქონება $77 მლრდ-ს აღწევს. 300-ეულს მიღმა დარჩენილი ლი იუ ლინგის ქონება კი $5.8 მლრდ-ს.

 

სულ პლანეტაზე ოფიციალური მილიარდელების რაოდენობა 2124-ს აღწევს რაც მთელი მოსახლეობის 0.00003 პროცენტის ტოლია.

 

ამ პატარა სტატიის წაკითხვას დაახლოებით 2 წუთი სჭირდება, ამ დროის განმავლობაში გასულ წელს ბეზოსის ქონება $152 000-ით გაიზრდებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი