logo_geo
თამრიკო ჭოხონელიძე: იაფფასიან ნომრებზე წამოხტომები და ისტერიები ლამაზი არ არის...
- +

27 იანვარი. 2017. 15:43




როცა ამბობ, რომ წინწყაროზე" უფრო რთული სიმღერა არ შექმნილა ქართული ფოლკლორის ისტორიაში, ეს უგუნურებაა", - ამის შესახებ მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე „პრაიმტაიმს" ესაუბრა.


როგორც ჭოხონელიძე აღნიშნავს, გასართობი შოუები არ იზიდავს, მხოლოდ მუსიკალურ შოუებს უყურებს, თუმცა ჟიურის წევრების შეფასებებით აღფრთოვანებული არ არის. მისი თქმით, ჟიურის შეფასებები, უმეტეს შემთხვევაში, არაკომპეტენტურობით გამოირჩევა.


მუსიკალური შოუები, რა თქმა უნდა, მაინტერესებს. პირველ რიგში, მაინტერესებს და ველოდები, რამდენი ნიჭიერი ადამიანი გამოჩნდება ჩვენს ქვეყანაში. ეს მხოლოდ მახარებს, მაგრამ მუსიკალური შოუებიდან ზოგჯერ ისეთი შეფასებები მესმის ჟიურის წევრებისგან, შეურაცხყოფილი ვარ. ამ შოუებს მხოლოდ საქართველოში არ უყურებენ, ამიტომ მინდა, კომპეტენტური აზრი ისმოდეს ჟიურის მხრიდან. მესმის ფრაზები, რომელიც გულს გაგიხეთქავს, მტკნარ სიცრუეს ამბობენ. მათი კომენტარი მხოლოდ იმას ემსახურება, რომ რაღაც წამოროშონ. ეს შეურაცხმყოფელი და დამთრგუნველია. ამას უყურებს რამდენიმემილიონიანი საზოგადოება და მე, როგორც მუსიკოსს, მრცხვენია, რომ არაკომპეტენტური აზრი ისმის ჟიურის მხრიდან", - აცხადებს ჭოხონელიძე.


თამრიკო ჭოხონელიძე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას კომენტარს  „წინწყაროსთან" დაკავშირებით და განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებები უგუნურობაზე მეტყველებს.


რა მნიშვნელობა აქვს, პროფესიონალს აფასებ თუ არაპროფესიონალს, როცა ამბობ, რომ წინწყაროზე" უფრო რთული სიმღერა არ შექმნილა ქართული ფოლკლორის ისტორიაში, ეს უგუნურებაა. თუნდაც ის, რომ ნადი" ნიშნავს შრომის პროცესს (დასავლეთში მას ნადი" ეწოდება და აღმოსავლეთში - მამითადი") და შენ კონკურსანტს ეუბნები, რომ ნადური" სიმღერა ბრძოლის სიმღერაა, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია. ამას ისეთი გამოხმაურება მოჰყვა იმ არაქართველი ხალხისგან, ვისაც, უბრალოდ, უყვარს შენი ფოლკლორი და, სამწუხაროდ, შენზე მეტი იცის შენი ქვეყნის ფოლკლორზე... მე შემრცხვა. არაპროფესიონალები მუსიკალურ შოუებში არ უნდა აფასებდნენ კონკურსანტს. მაღიზიანებს ისიც, რომ ზოგიერთ კონკურსანტს დაუმსახურებლად წამოუდგებიან ხოლმე ჟიურის წევრები ფეხზე. რაც არ უნდა მტკივნეულად გაჟღერდეს ეს ჩემგან, ჯობია, რომ ეს ვიღაცამ თქვას. იაფფასიან ნომრებზე წამოხტომები და ისტერიები ლამაზი არ არის, ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის ნიჭიერისა და ძალიან ნიჭიერის გარჩევა ერთმანეთისგან, ვერ მოატყუებ", - აცხადებს ჭოხონელიძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი