logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: ყოფილა შემთხვევა, მე და ბენს ქუჩაში გვიცეკვია, უმუსიკოდ და უმიზეზოდ
- +

28 იანვარი. 2017. 15:47



„ყველაზე კარგად ბენთან ერთად ვერთობი. როცა ერთად ვართ, საოცრებები ხდება", - ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა „გზას" განუცხადა.


როგორც კოშკელიშვილმა აღნიშნა, მას და მის მეუღლეს, ბენს საკმაოდ კარგი საღამოები გამოსდით, ბევრს სეირნობენ და უმეტესად კარგ ხასიათზე არიან, მიუხედავად ამისა, ნუკის თქმით, ბენთან ერთად შოპინგზე არასდროს დადის.


„გაგიკვირდება და, გამოცდილებამ მაჩვენა, რომ დაქალებთან კი არა, ჯერჯერობით, ყველაზე კარგად ბენთან ერთად ვერთობი. როცა ერთად ვართ, საოცრებები ხდება - ძალიან ვერთობით, გაჩერება აღარ გვინდა. შეიძლება, გართობდა დილამდე გადავაბათ... ძალიან კარგი საღამოები გამოგვდის. ვსვამთ, სადღაც დავდივართ, ახალ რაღაცებს ვნახულობთ... ძალიან მაგარ ხასიათზე ვართ ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, ქუჩაში გვიცეკვია, უმუსიკოდ და უმიზეზოდ.

 

რაც შეეხება შოპინგს, ერთად არ დავდივართ, რადგან ერთმანეთს ნერვებს ვუშლით. მე დიდხანს სიარული და ყველაფრის სათითაოდ მოზომვა, განხილვა მიყვარს, ის კი შევა მაღაზიაში, არაფერი მოეწონება და ხელცარიელი გამოდის", - აცხადებს ნუკი კოშკელიშვილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი